ეკლესიის კედელთან ჩასაფრებული მოჩვენება, რომელიც მხოლოდ ფირზე აღბეჭდვის შემდეგ შენიშნეს - მას შემდეგ ფოტოს გმირებმა მოსვენება დაკარგეს

31 წლის ბრიტანელი რაიან ლივესლი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც თავის ვაჟთან და ძმისშვილთან ერთად ფოტო გადაიღო, მას შემდეგ მოსვენება დაკარგა - საქმე ეხება ფირზე მოულოდნელად გამოჩენილ ფიგურას, რომელიც ეკლესიის კედელთან დგას და მათ უყურებს.


საქმე იმაშია, რომ ოჯახმა ორი ფოტო ზედიზედ, ერთი წამის ინტერვალით გადაიღო, მოჩვენება კი მხოლოდ ერთ ფოტოზე გამოსახული, რის საფუძველზეც რაიანი აცხადებს, რომ ერთ წამში ფიზიკურად ვერ მოასწრებდა აღნიშნული "არსება" მოსვლას, ან წასვლას - წერს გამოცემა The Sun.


რაიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე იმასაც წერს, რომ ფოტოს ავტორი ვერც კი ხვდება, საიდან გაჩნდა მეოთხე პერსონაჟი ფირზე, რადგან სრულიად დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ისინი იმყოფებოდნენ და გადაღების დროსაც არავინ შემოსულა კადრში ზედმეტი.

ფოტოებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ზოგი ფიქრობს, რომ მოჩვენება ნამდვილია, ზოგიც თვლის, რომ რაიანი გრაფიკულ გამოსახულებას სპეციალურად ადებს, რათა საზოგადოება დააბნიოს.

რაც შეეხება ლევესლის, ის აცხადებს, რომ იმ ადგილზე აღარასდროს დაბრუნდება, რადგან ეშინია.

კომენტარი