სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაქალები ძველ ტაძარში სელფებს იღებდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ხდებოდა მათ ზურგს უკან

ინგლისელმა 28 წლის ნატალი ულკინსონმა და მისმა მეგობარმა კერი მორისმა, მას შემდეგ, რაც განცხადება ნახეს ეკლესიის ზარების რეკვის კურსებზე, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ქალაქ თორნში, თუმცა, სანამ საქმეს შეუდგებოდნენ, მოისურვეს მეთორმეტე საუკუნის ტაძარი დაეთვალიერებინათ - ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.


ტაძრის დათვალიერებისას გოგონები სელფებს იღებდნენ, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათ უკან მოჩვენება დაჰყვებოდათ, სანამ ის შემთხვევით ფოტოებში არ ნახეს.

"მე უკან მივდიოდი და კერის ვუთხარი, რომ სელფი გადაეღო, ცოტა მოგვიანებით კი ვნახეთ, რომ ტაძარში მარტონი არ ვიყავით" - განაცხადა ნატალიმ, რომელსაც ზურგს უკან ბავშვის მოჩვენება მიჰყვებოდა.

"იმდენად შეშინებულები ვიყავით, იმასაც კი ვფიქრობდით, რომ ეს ანტიქრისტე იყო" - აღნიშნა ნატალიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100