სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა მთის ლომი შიშველი ხელებით გაგუდა

კოლორადოს შტატში მამაკაცს მთის ლომი დაესხა თავს. ამ ამბავში საოცარი ის არის, რომ დაშავებულმა ცხოველის შიშველი ხელებით გაგუდვა მოახერხა და სანამ პოლიციას ინციდენტის შესახებ შეატყობინებდა, მანამდე უახლოეს საავადმყოფოს მიაკითხა ჭრილობების დასამუშავებლად.

ექიმებს უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მამაკაცმა ლომი იარაღის გარეშე, შიშველი ხელებით მოიგერია, პოლიციამ კი ცხოველის მოკვლისთვის დაზარალებული არ დააკავა, რადგან ფიქრობენ, რომ იგი გააფთრებული ლომისგან იცავდა თავს. თუმცა ცხოველის მოკვლა იქ კანონით ისჯება, რადგან კოლორადოს შტატში მთიან ტერიტორიებზე გაშენებულია სპეციალური ნაკრძალები, რათა ველური ბუნების წარმომადგენლები გაამრავლონ.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ლომის მხრიდან ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა, ეტყობა ცხოველში ნადირობის ინსტინქტმა გაიღვიძა" - განაცხადა თაი პიტერსბურგმა, ნაკრძალის მენეჯერმა.

მოკლული მთის ლომი, სავარაუდოდ, 65-85 ფუნტს იწონიდა და სიგრძეში გერმანული ნაგაზის ზომის იყო, თუმცა ამ ჯიშის ძაღლისგან განსხვავებით, საკმაოდ აგრესიული აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100