სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცი 62 წლის განმავლობაში ყველას სმენადაქვეითებული ეგონა, ეს ტყუილი კი იმიტომ მოიგონა, რომ ცოლისთვის არ ესმინა

62 წლიანი თანაცხოვრებისა და სიბერეში მიღებული განქორწინების შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკელი მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ცოლს სმენადაქვეითებული ეგონა, ყრუ-მუნჯი სულაც არ ყოფილა და ეს ტყუილი იმიტომ მოიგონა, რომ საკუთარი ცოლის მოსმენა არ სურდა.

84 წლის ბარი დოუსონი თავისი მეუღლის, 80 წლის დოროთისთან არასდროს საუბრობდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცოლის შერთვა მოინდომა. დოროთიმ სპეციალურად შეისწავლა ჟესტების ენა, რათა მეუღლესთან მარტივად შეძლებოდა ურთიერთობა, თუმცა ბარიმ არ მოისურვა მასთან კომუნიკაციის დამყარება.

"ორი წელი დამჭირდა, რათა კარგად ამეთვისებინა ჟესტების ენა და მარტივად გაგვეგო ერთმანეთისთვის, თუმცა მას ჩემთან საუბარი რ სურდა. მას შემდეგ, რაც გავშორდი, youtube-ზე შემთხვევით წავაწყდი ვიდეოს, სადაც ის ნასვამ მდგომარეობაში კარაოკე ბარში მღერის. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვრებდა.

განქორწინებულ წყვილს ექვსი შვილი და თერთმეტი შვილიშვილი ჰყავს და ყველა მათგანს ბარი დოუსონი ყრუ-მუნჯი ეგონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100