სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიგ ბენს „სხეული“ ჩრდილოეთის მიმართულებით... ერხევა

როგორც ინჟინერები აცხადებენ, მსოფლიოში ცნობილი საათიანი კოშკი, რომელიც ლონდონის პარლამენტს ამშვენებს, თანდათან უფრო კარგავს ვერტიკალურ მდგომარეობას.

ის, რომ „ბიგ ბენი“ თანდათან პიზის კოშკს ემსგავსება, მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან. თუმცა, ეგონათ, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა.

1858 წელს აგებული შენობა ლონდონის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ასეთი საგრძნობი დაზიანებები კი მიწისქვეშა მშენებელობების დამსახურებაა.

1860 წელს, მის ქვეშ მეტროპოლიტენის ხაზის გაყვანა დაიწყეს. მეოცე საუკუნის 60–იან წლებში კი „ბიგ ბენის“ ქვეშ პარლამენტარებისათვის უზარმაზარი ავტოსადგომი აშენდა.

20 წლის წინ, როდესაც კოშკის ქვეშ მეტროს ახალი ხაზი გაჰყავდათ, მშენებლებმა ყველა პრევენციული ზომა მიიღეს იმისათვის, რომ ნიადაგის შლა არ დაწყებულიყო, თუმცა, ფაქტია, რომ მათი მცდელობა უშედეგოდ სრულდება. „ბიგ ბენი“ ნელ–ნელა ჩრდილოეთით იხრება და როგორც ამბობენ, ქვედა ნაწილიდან ზოგჯერ შესამჩნევიცაა, როგორ ერხევა კოშკს „სხეული“.

კოშკის გადახრის პროცესი 2003 წელს ძალიან სწრაფად დაიწყო. სწორედ ამ დროს, პარლამენტში ერაყში მიმდინარე პროცესებზე მწვავე დებატები იყო გამართული.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ „ბიგ ბენის“ „ვარდნა“ შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია – „ტურისტებსაც კი შეუძლიათ შენიშნონ, რომ კოშკი ვერტიკალური მდგომარეობიდან ნახევარი მეტრითაა გადახრილი“ – ამბობს პროფესორი ჯონ ბურლანდი.

„დახრილობა კარგად ჩანს, როდესაც დგახართ პარლამენტის მოედანზე და იყურებით აღმოსავლეთით. გავიგონე როგორ გაოცებით აღნიშნავდნენ ტურისტები, რომ კოშკი ვერტიკალურად აღარ დგას, და ისინი მართლები არიან!“– აცხადებს პროფესორი.

როგორც გაზეთი Daily Telegraph იუწყება, კოშკის „ვარდნის“ პროცესი ექსპერტების შეშფოთებას არ იწვევს, რადგან თვლიან, რომ „ბიგ ბენი“ პიზის კოშკის მდგომარეობაში მხოლოდ ოთხი ათასი წლის შემდგომ აღმოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100