სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აქვს ჩვენს თაობას ნაკლები სექსი და რისი ბრალია ეს? - მეცნიერების საზარელი დასკვნა

ფსიქოლოგები და მკვლევარები ათასწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ ადამიანის ქცევებს და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იხვეწებოდა ფსიქოლოგიის სიზუსტე. ჰოლანდიის, ნორვეგიისა და ამერიკის უნივერსიტეტების მეცნიერებისგან თითქმის ყოველკვირეულად იდება სხვადასხვა ახალი დასკვნები, რომლებიც ადამიანის ცნობიერების ნამდვილი აღმოჩენაა და იქმნება მსოფლიოს უფრო სტრუქტურირებული სურათი.

ყველაზე ხშირად ახალგაზრდა თაობა არის კვლევის საგანი, რადგან ყოველი ახალი თაობა წინამორბედისგან განსხვავებულია და ყველაზე მოწყვლადიც. ისინი ამჟამად განიხილებიან ყველაზე გამხსნელ აუდიტორიად, რაც ნიშნავს რომ მათი ჩვევები, მოსაზრებები, აზრები და პრეფერენციები არის ის, რასაც თანამედროვე სამყარო ცდილობს ადაპტირება.

ბოლო პერიოდში მკვლევარების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ახალ თაობას კიდევ უფრო ნაკლები სექსი აქვს, ვიდრე ეს წინა თაობებს ჰქონდათ. გთავაზობთ იმ მიზეზთა ჩამონათვალს, რომელიც „დამნაშავეა“ ინტიმური ცხოვრების განეიტრალებაში.

ხელმისაწვდომი პორნოგრაფია - თავის წიგნში "თანამედროვე რომანი" სოციოლოგი ერიკ კლინდენბერგი ხსნის ადამიანების სექსუალურ ქცევას და გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას. გამოდის, თავისუფალი დაშვების და პორნო ჟანრების მრავალფეროვნების მატებასთან ერთად, უფრო მეტი აქცენტი გადავიდა მასტურბაციაზე. 1992-დან 2014 წლამდე პერიოდში პორნო დაკვირვების სტატისტიკის მონაცემები გაიზარდა (2014 წელს, მამაკაცთა 54 პროცენტმა და გამოკითხულ ქალთა 26 პროცენტმა აღიარა, რომ მასტურბაციით უფრო მეტად კავდება, ვიდრე სექსით).

სოციალური ქსელი - გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელი ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მეორე უკიდურესობაა მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები - ადამიანები მისი გამოყენებით ცოცხალ ურთიერთობებს უფრო და უფრო ივიწყებენ. უფრო მეტიც - სექსი აქვთ სოციალური ქსელის საშუალებით. გამოდის, რომ ჯანსაღი და პირდაპირი ურთიერთობები ინტერნეტმა ჩაანაცვლა, რაც საკმაოდ ცუდ შედეგამდე მიიყვანს თითოეულ მათგანს.

ერთი ღამის გართობა - საერთო ჯამში ეს ცუდი სულაც არ არის, უბრალოდ სტაბილურ ურთიერთობებს გაურბიან და ცდილობენ ყველაფერი ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე გააკეთონ. ერთი ღამის სექსი არის ის მოვლენა, რომელიც ხშირად ვერ გექნება უცნობ ადამიანებთან.

მშობლების აღზრდის მეთოდები - ის, რასაც მშობლები გასწავლიან, ყოველთვის არ არის თქვენთვის სასიკეთო. რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეთ, ხშირად მშობლები არიან დამნაშავეები იმაში, რომ უამრავი სხვადასხვა კომპლექსი გაწუხებთ. ეს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება. სწორედ მშობლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მხოლოდ კარიერასა და განათლებაზე გადაგრთონ. ამის გამო რომანტიკულ ურთიერთობებს უკანა პლანზე წევთ და ცდილობთ, წარმატებას მხოლოდ ამ კუთხით მიაღწიოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100