სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიცერიის ქსელი მთვარეზე ფილიალს ხსნის

პოპულარული ამერიკული პიცერიის ქსელი იაპონიაში Domino's Pizza პიცერიის ფილიალის მთვარეზე გახსნას აპირებს.

წინასწარი გათვლებით, პროექტი 22 მილიარდი დოლარი დაჯდება. აქედან 7, 5 მილიარდი დედამიწის თანაგზავრზე 15 რაკეტის მეშვეობით სამშენებლო მასალების გადატანაში დაიხარჯება. კაფის მიზნობრივი აუდიტორია ჯერ გარკვეული არ არის. პიცერიის შენობის პროექტის დამზადებას უკვე შეუდგა იაპონური სამშენებლო კომპანია Maeda Corp. დაგეგმილია, რომ შენობის დიამეტრი 26 მ იქნება. არქიტექტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, რესტორნის თანამშრომლები იმავე შენობაში იცხოვრებენ.

Domino's Pizza-ს ქსელი 1960 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანია სულ ფლობს 9.000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100