სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოცეკვავე ქურდი YouTube-ს ვიდეოს მიხედვით დააკავეს

აშშ-ში პოლიციამ 26 წლის ენტონი დი ვიეტრო დააკავა, რომელიც მაღაზიებში მაისურებს, არც მეტი, არც ნაკლები, ცეკვა-ცეკვით იპარავდა. პოლიციამ დამნასავის დაკავება YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს შესწავლის შემდეგ მოახერხა.

ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ბლეკვუდში, ერთ-ერთ მაღაზიაში შედის, მაისურებს ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით იცვამს და თანაც უცნაური მანევრით ცეკვავს. ვიდეოზე აუდიო არ ისმის, მაგრამ შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, მაყურებელი აუცილებლად გაიგონებდა იმასაც, თუ რას მღეროდა უცნაური ქურდი.

ენტონი დი ვიეტროს უცნაურ ქცევას მაღაზიის მცველმა მიაქცია ყურადღება, მაგრამ „მოცეკვავე ქურდი“ მასზე სწრაფი აღმოჩნდა და მაღაზიიდან მოულოდნელად გამსხლტარი, უგზო-უკვლოდ გაქრა.

ენტონი, ალბათ, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და გაოცებულიც დარჩა, როცა ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ კარზე დაუკაკუნა და მისი, როგორც დაკავებულის უფლებები მკაფიოდ წაუკითხა. იმ დროისთვის ვიდეორგოლი 70 000-ჯერ იყო ნანახი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100