სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის პოლიციამ პენსიონერის ბინა შტურმით ორჯერ, შეცდომით აიღო

თურმე, საფრანგეთის პოლიცია ცდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ზედიზედ რამდენჯერმეც კი. საფრანგეთის სასამართლო პოლიციამ მარსელში 85 წლის პენსიონერის ბინა ორი კვირის განმავლობაში ორჯერ აიღო შტურმით. როგორც თავად დაზარალებული ჰყვებოდა, „შავ ნიღბებსა და კაპიუშონებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა“ კარები შემოამტვრიეს და სახლში შემოიჭრნენ.

დაზარალებულის ქალიშვილი ჰყვება:

„ხუთშაბათს დედამ დამირეკა და ტიროდა. მითხრა, რომ კარები პოლიციამ შეუმტვრია. დაჯერებაც ვერ შევძელი. ზედიზედ ორჯერ - ეს ხომ მართლაც დაუჯერებელია. შევეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ ის უკვე ასაკშია, ცუდად სძინავს, თანაც, ეშინია“.

პირველად პენსიონერის სახლი პოლიციელებს იმ ბინაში შეეშალათ, სადაც თავს ბოროტმოქმედი აფარებდა. ბოროტმოქმედმა საიუველირო მაღაზია გაქურდა, პოლიციელები კი კვალში ჩაუდგნენ. მისი დაკავება ვერ მოხერდხდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პოლიციელებმა ისევ შეიტყვეს, რომ ბოროტმოქმედი ისევ იმავე ადგილას იმალებოდა და ისევ პენსიონერის ბინას მიადგნენ.

დამტვრეული კარების შეკეთება პოლიციამ საკუთარი ბიუჯეტიდან გადაწყვიტა, მაგრამ საეჭვოა, ამან მოხუცს მშვიდი ძილი აღუდგინოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100