სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახურავიდან ჩამოვარდნილი 15 წლის რუსი მოდელის უკანასკნელი ფოტო

რუსმა მოდელმა თავისი ტავის დაფიქსირება სიმაღლეზე, ცის ფონზე გადაწყვიტა და ამისთვის მაღალსართულიანი სახლის სახურავზე აძვრა. ერთი ფოტოს გადაღების შემდეგ მოდელს სახურავის კიდეზე ჩაჭიდებული ხელი აუსხლტა, წონასწორობა დაკარგა, თავი ვეღარ შეიმაგრა და სანამ მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მყოფი ორი მეგობარი გოგონა მიეშველებოდა, მოდელი სახურავიდან ჩავარდა...

„ახლა კი გადამიღეთ, ვითომ ვფრინავ“ - ეს იყო 15 წლის გოგონას ბოლო სიტყვები. სანამ მეგობარმა გოგონამ ფოტოაპარატის პარამეტრები შეცვალა, განწირული ყვირილი მოისმა. ორივე გოგონა სახურავის კიდესთან მიიჭრა, მაგრამ უკვე გვიან იყო - უბედური მოზარდი ასფალტზე ეგდო.

სახლი, რომლის სახურავიდანაც 15 წლის მოდელი გადმოვარდა, სარატოვში, „ქიმვოლოკნოს“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეა და დაუმთავრებელ ცხრასართულიან ნაგებობას წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100