ცოლმა ქმარი დანით მოკლა, რადგან ის სექსს სხვა ქალისგან, ცოლის თვალწინ ითხოვდა

პოლტავშინაში ერთი გახმაურებული კრიმინალური დანაშაული მოხდა: 42 წლის ქალმა ქმარი მუცელში დანის დარტყმით მოკლა, რადგან ის სხვა ქალს სექსს სთხოვდა, იმის მიუხედავად, რომ ცოლი იმავე ბინაში იმყოფებოდა.

როგორც მეზობლები ამბობენ, მანამდე ცოლ-ქმარი მშვიდ სიტუაციაში, დავიდარაბის გარეშე ცხოვრობდა. მოგვიანებით მათ 34 წლის ქალი გაიცნეს, რომელიც ბინას ეძებდა და ერთი ოთახი მიაქირავეს. ცოტა ხნის შემდეგ ქალი გაქრა, თუმცა, გადასახდელი თანხის დავალიანება არ ჰქონია.

ცოლ-ქმარი ქალს, მოგვიანებით, ბაზარში შეხვდა. მან ისევ ითხოვა ბინაში ერთი ოთახი და წყვილსაც არ უთქვამს უარი. სახლში სამივე ერთად დაბრუნდა, ისადილეს და ბოთლი ღვინოც დააგემოვნეს.

საღამოს მდგურმა ცოლ-ქმარს ძილი ნებისა უსურვა და თავის ოთახში გავიდა. ცოლი სამზარეულოში ტრიალებდა, მთვრალ მამაკაცს კი, რატომღაც, მდგმურთან სექსი მოუნდა და მის ოთახში შევიდა. ხმაურზე ცოლმაც შემოიხედა და მომსწრე გახდა, როგორ თხოვდა ქმარი ნებართვას სხვა ქალს, მის საწოლში ჩაწოლილიყო.

ცოლის გამოჩენისას ქმარმა უკადრისი ქცევა არათუ შეწყვიტა, გააგრძელა კიდეც, ხოლო ცოლის პროტესტს გინებით გამოეხმაურა და ოთახის დატოვება უბრძანა. როცა ცოლი არ გავიდა და პროტესტი გააგრძელა, ქმარმა მას სახეში მუშტი ჩაარტყა, რის შემდეგაც ქალი სამზარეულოში სახის მოსაბანად გავიდა, თუმცა, ქმარი კვალდაკვალ მიჰყვა და უკვე სამზარეულოში გასულ ცოლს თავში მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა.

ქალმა იქვე, მაგიდაზე დაგდებულ დანას წამოავლო ხელი და ქმარს მუცელში დაარტყა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იატაკზე ჩაიკეცა. ცოლი შეშინდა და დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილი დააფიქსირა. ქალი დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი