სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინელ ქალს შუბლზე ოცსანტიმეტრიანი რქა ამოეზარდა (+ ფოტო)

თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩინელი იანვი იძულებული იყო, თვალყური ედევნებინა რქისთვის, რომელიც მას შუბლის მარცხენა მხარეს ამოეზარდა და რამდენიმე თვეში მისმა სიგრძემ 20 სმ–ს მიაღწია.

იმ ექიმების წყალობით, რომლებმაც საიდუმლოებით მოცული წამონაზარდის ამპუტირება მოახერხეს, ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ქალი ხანადზმულობამდე ისე მივიდა, რომ არც მეტყველებისა და არც სმენის უნარი გააჩნდა. მისი სახელი არავინ იცოდა და სოფელში „იანვი“ შეარქვეს, რაც „მუნჯ გოგონას“ ნიშნავს.

2008 წლის აგვისტოში ამ ჩინელი ქალის შუბლზე რქოვანი წამონაზარდი გაჩნდა, რომელიც თანდათან იზრდებოდა. სოგლის მცხოვრებლები ძალიან შეაშინა ამ უცნაურმა მოვლენამ. ქალი ხვდებოდა, რომ მეზობლები გაურბოდნენ და ბოლო დროს საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ.

გასულ წელს მას ნათესავები დაეხმარნენ და მაისში ოპერაციაც დაუფინანსეს. ექიმებს რვასაათიანი ოპერაცია დასჭირდათ რქის ამპუტირებისთვის, თუმცა პასუხს კითხვაზე, საიდან გაჩნდა ამხელა რქოვანი წამონაზარდი ადამიანის ორგანიზმში, დღემდე ვერ იძლევიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100