ჰიპოპოტამი ვეტერინარს თავს დაესხა

სამხრეთაფრიკულ ნაციონალურ პარკში ვეტერინარი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მას შემდეგ, რაც სრულიად მოულოდნელად გაავებული ბეჰემოთი დაესხა თავს.

თავდასხმა მოულოდნელად მოხდა, მაგრამ ვეტერინარი არ დაბნეულა და რამდენიმე წამით ადრე დაუსხლტა ბეჰემოთის ბასრ კბილებს მანამ, სანამ ის მის ფეხებს ყბაში მოიდგებდა.

როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, არც პარკის ის თანამშრომელი დაბნეულა, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო.

კომენტარი