სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რა არის ნამდვილი სიყვარული (ფოტო) ...

ამ სტატიაში მოთხრობილია ისტორია წარმოუდგენელ სიყვარულზე. რედაქცია გაფრთხილებთ, რომ სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის გამოყენებული ფოტომოსალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი.

მის მიშელ კლიფორდი კაპრალ მარტინ კომპტონზე დაქორწინდა. საშინელმა დაზიანებებმა, რომლებიც მარტინმა სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მიიღო, ვერ შეძლეს მათი სიყვარულის განადგურება.

ისინი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, მარტინმა სხეულის 90 პროცენტის დამწვრობა მიიღო. კლიფორდის გრძნობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან დიდი ნაკლის მიუხედავად, საყვარელ ადამიანზე უარი მაინც არ თქვა.

კომპტონის ისტორია კი ასეთია: 2006 წლის 1 აგვისტოს ავღანეთში, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას თალიბების მიერ დადებულ ნაღმზე, მისი ჯავშანტრანპორტიორი აფეთქდა. შედეგად კაპრალის სამი თანამებრძოლი გარდაიცვალა. მარტინი სიკვდილს გაექცა, მაგრამ მისი სხეულისა და სახის თითქმის ასმა პროცენტმა სერიოზული დამწვრობა მიიღო.

მარტინმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლო, მიუხედავად ამისა, მის ჯავშანჟილეტს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული და ნელ-ნელა დნებოდა. ჯარისკაცმა მიწაზე 200 მეტრი იხოხა, შემდეგ დასახმარებლად მისულმა თანამებრძოლებმა იგი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და სამი თვის მანძილზე კომპტონი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მარტინმა ცხვირი და ყურები დაკარგა, სხეულის 90 პროცენტი კი დამწვარი ჰქონდა. თუმცა სიყვარულმა მისი გადარჩენა შეძლო.

მიშელი კი ამბობს: „მისი ვიზუალური მხარე შეიცვალა, მაგრამ იგი შინაგანად იგივე დარჩა. მარტინი ისევ ის ადამიანი, ვინც რამდენიმე წლის წინ შევიყვარე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100