სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს ყველაზე დაბალი და-ძმა აშშ-ში ცხოვრობს (ფოტო)

ბრიჯიტ და ბრედლი ჯორდანები, რომლებიც ილინოისის შტატის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ოფიციალურად შეიყვანეს „გინესის რეკორდების წიგნში“ როგორც მსოფლიოს ყველაზე დაბალი და-ძმა.

და-ძმას ოსტეოდისპლაზიის მეორე ტიპი აქვს. აღნიშნული დაავადება თავის ტვინისა და ხერხემლის არასწორი განვითარების შედეგად ვითარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოსტეოდისპლაზიით 200 ათასი ადამიანი იტანჯბა.

23 წლის ბრიჯიტის სიმაღლე 68 სანტიმეტრია. ბრედლი კი დაზე საკამოდ მაღალია, მისი სიმაღლე 90 სანტიმეტრს შეადგენს.

გასულ წელს ბრიჯიტმა „მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალბატონის“ ტიტულიც მიიღო. მოგვიანებით კი ეს ტიტული ინდოელ ჯოიტი ამგელს მიანიჭეს, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 60 სანტიმეტრი გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100