სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანის აზრით პროკურატურაში მარიხუანას ეწევიან

პროკურატურის მიერ გავრცელებულ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტის ახალ ვერსიას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ თქვა, კოდუამ წაიკითხა სტატია სადაც გელაშვილი პრეზიდენტზე ცუდს ამბობდა, გაბრაზდა და სცემაო ( ურა პატრიოტიაო რა, ან სხვა რამეო არ დავწერ აქ) პროკურატურა დღეს ამბობს, უი უი შეგვეშალაო, კი არ წაიკითხა და გაბრაზდაო, მიშამ ვანოსო, ვანომ კოდუასო, კოდუამ სირაძესო, სირაძემ კიდევ ვიღაცეებს დაავალაო. მოკლედ ვალერი გელეშვილი მთელმა ხელისუფლებამ სცემა ერთადო, ე ბიჯო როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა სტატიაზე ბრალის წაყენებევა ვის გაუგია:))) თქვენ და გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? ეგ ცუდია ძაან. სხვებსაც უნდა მოაწევინოთ:) ღორობა ჰქვია მაგას“ - წერს ნანუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

შეგახსენებთ რომ, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც:

გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით "ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს". აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო: ქალა - ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100