კარელიის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა, 9 წლის ბიჭუნა 45-ე დაღუპული გახდა. თვითმფრინავი გუშინ ჩრდილოდასავლეთ რუსეთში ფინეთის საზღვრის სიახლოვეს ჩამოვარდა. სამინისტროს განცხადებით, გადარჩენილი ბავშვი დაზიანებების შედეგად დაიღუპა. ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ნისლი და შედეგად პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა. ტუ-134 ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 9 ეკიპაჟის წევრი იყო. როგორც ირკვევა თვითმფრინავი დაჯდომის დროს ხეებს წამოედო, რის შედეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ტრაგედია პეტროზავოდსკის აეროპორტში, მოსკოვიდან 650 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

კომენტარი