სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე გველმა მოზარდი დაგესლა

თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე გველმა 14 წლის პაპუნა დავითაშვილს მუცელზე უკბინა. მოზარდის თქმით, საღამოს საათებში ბალახში იჯდა, როცა მისკენ გასრიალებული გველი დაინახა. „მოულოდნელად მომვარდა, ხელი მოვავლე და განზე გადავაგდე, მე კი წამოდგომა და გაქცევა ვცადე და ამ დროს მუცელზე ჩხვლეტა ვიგრძენი“, - უამბო ბავშვმა ოჯახის წევრებს. სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც პაპუნა დავითაშვილს პირის სიმშრალე და ღებინების შეგრძნება აღენიშნა.

ექიმების განცხადებით, ბავშვი დროულად იქნა ჰოსპიტალიზებული, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოზარდს იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100