იუშჩენკოს „მერსედესს“ კიევში კვერცხები დაუშინეს

„ახლა უკრაინელი ხალხის მოღალატე, ვიქტორ იუშჩენკო სასამართლოდან გამოდის. შეხვდით მის შავ „მერსედესს“, – ამ სიტყვებით მიმართა იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად კიევში, სასამართლოს წინ შეკრებილ მოქალაქეებს აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხალხის მასა სასამართლოს უკანა ეზოს გასასვლელთან ელვისებური სისწრაფით შეკრებილიყო და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მანქანისთვის კვერცხები დაეშინა.

კიევის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, სამართალდამცველებმა, ხალხისგან თავის არიდების მიზნით, ექს–პრეზიდენტი უკანა, სათადარიგო გასასვლელიდან გაიყვანეს, მაგრამ ხალხის რისხვას იუშჩენკო მაინც ვერ ასცდა. მის „მერსედესს“ რამდენიმე კვერცხი საქარე მინაზეც მოხვდა. მძღოლმა მანქანის სიჩქარე შეანელა, მაგრამ შემდეგ მწმენდავები ჩართო და იქაურობას სწრაფად გაეცალა. შეკრებილებმა ყოფილი პრეზიდენტი შეძახილებით: „გრცხვენოდეს!“ და „მოღალატე!“ გააცილეს.

წყარო

კომენტარი