ელექტროგადამცემ ანძაზე ასულმა ბიჭმა თვითმკვლელობა გადაიფიქრა, თუმცა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა კოლუმბიაში - 20 წლის სმენადაქვეითებული ბიჭი ხოსე გონსალესი ელექტროგადამცემ ანძაზე სუიციდის მიზნით ავიდა, თუმცა სამართალდამცველებთან მოლაპარაკების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა. სამწუხაროდ, ამან სიკვდილისგან ვერ იხსნა - როდესაც ქვემოთ დაბრუნება გადაწყვიტა, დენმა დაარტყა და დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ხოსე მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა.


გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს დეპრესია აწუხებდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ხოსე ხმამაღლა ყვიროდა, რომ გადმოხტომას აპირებდა, მაგრამ იქ მისულმა პოლიციამ მისი გადარწმუნება შეძლო. სამწუხაროდ ყველაფერი მაინც ფატალურად დასრულდა და მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარი