სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბებოს დაკრძალვის დღეს, ბაბუ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა, მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული"

სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი მოხუცი ცოლ-ქმარის შესახებ წერს.

"სოფელში მდინარესთან ახლოს მოცუხი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ბებია უფრო აქტიური იყო, ადრიანად დგებოდა, საქონელს გადენიდა, ეზოს დაგვიდა, კეცზე პურს დააცხობდა, მერე ქმარს გასძახებდა-ადექი, ჩაი დავლიოთო.

შვილები ქალაქში გადასახლდნენ. ზაფხულობით, ისიც იშვიათად უწევდათ მშობლებთან ყოფნა.

საღამო ხანს, მდინარიდან წამოსული ნიავი მთელი სამეზობლოსთვის უდიდესი შვება იყო. სალაპარაკო არც აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ არაფერსაც ისე ყვებოდნენ, ბევრ რამედ ღირდა მათი მოსმენა.

ბაბუა ძირითადადოხზე დაყრდნობილი მოძრაობდა. ჭიშკარს გადაივლიდა, შემაღლებულ ბორცვზე, ხის სკამზე ჩამოჯდებოდა, დაუღალავად გაჰყურებდა მდინარეს. წყლის დინებასთან ერთად ალბათ, წლების შეუჩერებელ დინებაზე წყდებოდა გული. უთქმელი იყო, უმეტესაც ისმენდა... გულში შეიძლება ბევრ რამეზეც საუბრობდა, მაგრამ მითუმეტეს მის მჭერმეტყველ ცოლთან უძლური იყო.

ბებია შეუძლოდ შეიქმნა, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, ბაბუ სკამიდან არ ამდგარა... იჯდა, ჩუმად, გაუნძრევლად იჯდა, თითქოს ლურსმნით დაამაგრესო...

რა უდარდელი კაცია, როგორ არ კითხულობს, გადარჩება თუ არა მისი ცოლი-ქოქოლას აყრიდნენ სოფლის ქალები...

ბებია გარდაიცვალა, ბაბუ ჭირისუფლის კუთხეში სკამზე იჯდა და ისე იღებდა სამძიმარს. არც უტირია, თითქოს გაყინული იყურებოდა.

დაკრძალვის დღეს საძინებელში შვილმა მიაკითხა, სამგლოვიაროდ რომ გამოეწყოთ, მაგრამ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა. მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული..." - წერს პეტრე კოლხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100