სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ორი პოლონელი ტურისტია. დაშავებულითა რიცხვი 156 ადამიანამდე გაიზარდა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში ორშაბათს გაჩნდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პროკურატურამ ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

ხანძრის კერების ჩაქრობაში მონაწილეობას ბერძენი სამხედროებიც იღებენ.

„მასშტაბური და ფართო მობილიზების მიუხედავად, ძლიერმა ქარმა ხელი შეუწყო ხანძრის კერების გავრცელებას. ამიტომაც ბევრმა ვერ შესძლო გაქცევა“ - განაცხადეს საბერძნეთის სახანძრო სამსახურში.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრების 47 კერა დაფიქსირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100