სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო...მირჩევენ არა ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო" - გორში მოკლული 8 წლის გოგონას ბაბუა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამა უკვე ერთ საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება.

ის უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს, თუმცა მოკლული ბავშვის მამას ასევე აინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება და რა მტკიცებულებები არსებობს ნებიერიძის წინააღმდეგ.

პარალელურად კი მოკლულის ბაბუა „კურიერთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო.

„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი, უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არა ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ. რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ,“-ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი.

მოკლული ოჯახი პრეზიდენტსა და დეპუტატ ეკა ბესელია აკრიტიკებს, რადგან როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა და მას წარსულში ჩადენილ დანაშაულზე ამნისტიაც შეეხო.

„ჩვენმა საუკეთესო არასწორმა პრეზიდენტმა გამოუშვა, რომ ეს ამბავი მომხდარიყო. რა უნდოდა მაგას გარეთ. რომ ეს ბესელია კიდევ რომ იღრიჭება გიჟივით. შეხედოს აბა თავის შვილს. თვალებში შეხედოს. არ ვაპატიებ არავის“ -ამბობს მოკლული გოგონას ბაბუა ხვიჩა ბერიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100