სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოშივდა,მოშივდა. არა უშავს ამ განცხადების შემდეგ გაუგზავნის მბრძანებელი კონვერტით" - შალვა ნათელაშვილი ზურა ყიფშიძეზე

აი, რას წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა რამიშვილი ზურა ყიფშიძეზე:

"მოშივდა,მოშივდა.არა უშავს ამ განცხადების შემდეგ გაუგზავნის მბრძანენელი კონვერტით და ესაც დამშვიდდება,აი ისევე როგორც შეაწყვიტინა ღრიალი ამასწინათ გიორგი შენგელაიას,ხომ გახსოვთ ჯერ უწიგნურობაში, რომ ამხილა ივანიშვილი, ჰოდა ეს მაშინდელი უცოდინარი ახლა უკვე მინიმუმ სოფოკლედაა გადაქცეული. ისე ყიფშიძე ყველა ხელისუფლების დაუცხრომელი პროპაგანდისტია.1999 წელს მრეწველების სარეკლამო სახეც იყო. მოკლედ სხვა საქართველო სად არი!"

შეგახსენებთ, რომ ზურა ყიფშიძემ გაზაეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში თქვა, რომ უკიდურეს გაჭირვებაშია.
"თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან... გავგიჟდით, ეტყობა... ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება"
„შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს“- აღნიშნავს „კვირის პალიტრასთან“ ცნობილი მსახიობი.

ზურა ყიფშიძე ამბობს, რომ ბინა გაყიდა და ახლა ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობს.

„ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური“- აღნიშნავს მსახიობი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100