"უიმე, ისე მელამაზება უკვე ეს გოგო, მეტი რომ არ შეიძლება" - რა თქვა არმინე არუთუნიანმა Maxim-თან ინტერვიუში საქართველოზე ისეთი, რომ ნიკა გვარამიას გული მოიგო

"უიმე, ისე მელამაზება უკვე ეს გოგო, მეტი რომ არ შეიძლება" - რა თქვა არმინე არუთუნიანმა Maxim-თან ინტერვიუში საქართველოზე ისეთი, რომ ნიკა გვარამიას გული მოიგო.

"მთავარის" გენერალური დირექტორი და სრულიად ქართული სოციალური ქსელი მოდელის ინტერვიუს ამონარიდს აქვეყნებს.

"23 წლის მოდელი არმინე არუთუნიანი რუსულ გამოცემა Maxim-თან ინტერვიუში საქართველოზეც საუბრობს.

ჟურნალისტი : მშობლიური სომხეთის შემდეგ, რომელი ქვეყანა გიყვარს ყველაზე მეტად?

არმინე არუთუნიანი : საქართველო, საქართველო და რაღათქმაუნდა საქართველო (იცინის).

ჟურნალისტი : სერიოზულად? მე კი მეგონა თქვენს შორის არ იყო კარგი ურთიერთობა.

არმინე : არა რას ამბობთ, ეს მხოლოდ ძმური ხუმრობებია. ქართველებს და სომხებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა საქართველოში. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში.მაგრამ დღეს საქართველო მძიმე ვითარებაშია
.
ჟურნალისტი : რას გულისხმობ?
არმინე : გულწრფელად რომ გიპასუხოთ, აუცილებლად გამოაქვეყნებთ?

ჟურნალისტი : პირობას გაძლევთ.

არმინე : საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ მაღიზიანებს როდესაც ისინი ამ ფაქტზე თვალს ხუჭავენ. თქვენმა ქვეყანამ ჩემი მეორე სამშობლოს 20% დაიპყრო და ამას ვერ გაპატიებთ"

კომენტარი