"ეს არის საქართველო" - "გაბედეს" აქცია საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოფელ ოძისში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.
მოძრაობა "გაბედეს" წევრების თქმით, მათი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ ოკუპანტებს, რომ ისისნი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ყველა ქართველ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს დღეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც არის იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილი და დღემდე ახორციელებს საქართველოს უკანონო ბორდერიზაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, ღობავს ჩვენს ტერიტორიებს, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანებმა ნორმალურად ახორციელონ მიმოსვლა ერმანეთში“, - განაცხადა „გაბედეს“ აქტივისტმა ბექა ნათელაშვილმა.

კომენტარი