სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე ადრეულად დავკარგავდი... მწარედ მახსოვს სატელეფონო ზარი, როცა ჩემმა ძმამ მითხრა...“ – გიორგი ვაშაძის ოჯახური ტრაგედია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გარდაცვლილ მამაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მამა 74 წლის გახდებოდა. უდიდესი გულისტკივილი დამიტოვა. ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე ადრეულად დავკარგავდი. საოცრად კეთილი, მოსიყვარულე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო. სწორედ მისგან ვისწავლე სამშობლოს სიყვარული. ვისწავლე, რომ ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა უპასუხო. ვისწავლე, რომ პატივი უნდა სცე შენს ოჯახს, შენს ტრადიციებს, წინაპრებს და არასოდეს ჩაიდო გულში ბოროტება, რადგან ეს პირველ რიგში, შენ თვითონ დაგანგრევს.

მახსოვს, პატარაობიდან როგორ მიყვებოდა კეთილი ადამინების შესახებ, რომლებსაც თავისი ცხოვრების მანძილზე შეხვედრია. ხშირად მათ საფლავზე წავუყვანივარ და მოუყოლია მათი გაკეთებული საქმეების შესახებ.

კორონავირუსის შესახებ რომ გავიგე, პირველი მამას დავურეკე, ვთხოვე ფრთხილად ყოფილიყო, რადგან მისი ასაკის გამო რისკ-ჯგუფში იყო. მიუხედავად ამისა, როგორც კი მიეცა შესაძლებლობა თავისი პროფესიული ვალდებულებით ჩართულიყო კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობაში, ერთი წუთით არ დაფიქრებულა, არც ჩვენთვის უკითხავს ისე შეუდგა ინფიცირებულების მკურნალობას.


მწარედ მახსოვს სატელეფონო ზარი, როცა ჩემმა ძმამ მითხრა, რომ მამას და დედას, ორივე ექიმები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შემდეგ ყოველი შემდგომი დღე სულ უფრო რთული იყო. ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ.

დასაფლავების დღეს მამა თორნიკემ, რომელთანაც ბოლო წლები ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, წარმოთქვა სიტყვები მამაჩემზე და ამ სიტყვებით დავამთავრებ:

გუტა ვაშაძე თავისი ცხოვრების წესით ქრისტიანობას ქადაგებდა. მადლობა მამა“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100