სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"2 თვით, მაქსიმუმ 3 თვით, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან" - ცერცვაძე

"2 თვით, მაქსიმუმ 3 თვით, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან"

„კარგით, დავუშვათ ის, ვინც იხდის ქელეხს და ქორწილს, შედის მის ინტერესებში. თუმცა მანაც უნდა გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და შექმნილ ვითარებას ანგარიში. მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც სტუმრად მიდის და მონაწილეობს ღონისძიებებში, მათ მაინც ხომ უნდა გაიაზრონ, რამხელა რისკები იქმნება ქვეყნისთვის და პირადად მათთვის. ორი თვით, მაქსიმუმ სამი თვით თავი შევიკავოთ ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან. ვიმეორებ, რომ მოსახლეობის მეტ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე ქვეყნდება მოწოდებები, შეწუხებული ადამიანების გულშიჩამწვდომი განცხადებები, მთელ საზოგადოებაში მაინც არ იქმნება განცდა, რომ მოსახლეობას კოვიდის ეშინია და იმ რისკების ეშინია, რასაც შეიცავს ეს ხალხმრავალი შეკრებები და პირბადის ტარებაზე უარის თქმა. ვაქცინაციაზე, არავითარი მიზეზით არ თქვათ უარი და მეორე, თუ ჩვენ ქცევას არ შევიცვლით, ეს დაკავშირებულია ავადობის მაღალ რისკებთან და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელთან".

- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100