როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება. მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. +17 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. გორში +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი