დღე-ღამეში საქართველოში 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 684 337 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 624 688, გარდაიცვალა 9 657 პაციენტი.

კომენტარი