ეს ეხება ორივე მხარეს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას - ცერცვაძე აქციებზე

ბოლო დროინდელი ხალხმრავალი აქციების ერთადერთი შედეგი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ შენიშვნა ეკუთვნის ორივე მხარეს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას.

"თითქმის ორი თვეა თითქმის ყოველ დღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც დაიდო ამ ხალხმრავალი აქციებით, ეს არის კოვიდ შემთხვევევის კატასტროფული ზრდა და გარდაცვლილთა ზრდა.

ეს ეხება ორივე მხარეს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას - არაფერი არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად", - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარი