სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა და ომის დროს, ჩემთვის მოიცალა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა, როდესაც ომისა და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს, მისთვის მოიცალა.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა და გაგანია ომისა და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს, ჩემთვის მოიცალა. როგორ შეიძლება, თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და პატივს არ სცემდე მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ფრონტიდან კარგ ამბებს ველოდები. ასევე, დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, დმიტრო კულებასა და მიხაილო პოდოლიაკს". - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100