„ალასანიამ ნარკობიზნესით იშოვა დიდი ფული“

„დრონი.ჯი“ იმ „მარგალიტების“ ერთ ნაწილს გთავაზობთ, რომელსაც ოპოზიციონერი კოლეგები, ამჯერად უკვე ირაკლი ალასანიას შესახებ აბნევდნენ...

შალვა ნათელაშვილი: ირაკლი ალასანიას ორი ბატი რომ ჩააბარო, ერთს უკვალოდ დაკარგავს და მაგან უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფო საქმეები?

ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ალასანია ცხვრის ტყავში გახვეული მგელია.

ირაკლი ოქრუაშვილი: ირაკლი ალასანიამ თავის საქმეს მიხედოს, თუ აქვს საეთოდ საქმე და მისი გადასაწყვეტი არ არის რას მოიმოქმედებს თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობაში. ალასანია არ არის ის კაცი, მე რომ პაექრობა გამიმართოს.

პაატა დავითაია: რუსი „სამშვიდობოები“ აფხაზეთს აქცევდნენ, ალასანია კი გაიძახის, მანდატი გავაგრძელოთო, გამაგებინეთ რა უნდა მაგ კაცს?

მამუკა გიორგაძე: ვინმემ იცის, ირაკლი ალასანია საჭმელია თუ სასმელი, ქალია თუ კაცი?

სოსო შატბერაშვილი: ირაკლი ალასანია არის ფსევდო ოპოზიციონერი, ის სააკაშვილის მორიგი პროექტია.

შალვა ნათელაშვილი: ირაკლი ალასანია ოპოზიციაში მივლინებით არის გამოგზავნილი, ისევე როგორც არაერთი სხვა.

ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ალასანია „კულინარიელთა“, საძმოს წევრი იყო, ახლა გვარებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალასანიას და მის მეგობრებს 13 და 15 წლის ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრალად. არის ვერსია, რომ ის 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში იარაღით მონაწილეობდა და პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებს ტყვიით უსწორდებოდა, თუმცა ეს საკითხი გამოსარკვევია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პოლიტიკის ნაწილი, დღეს ზვიად გამსახურდიას ხსენებაზე ცრემლებს რომ ღვრის, ამ საკითხის გარკვევით დაინტერესდება. ალასანიამ ნარკობიზნესით იშოვა დიდი ფული. როცა ალასანია პანკისში სიტუაციას „აკონტროლებდა“, სწორედ მაშინ ნარკობიზნესით დიდი ფული იშოვა, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართულ პოლიტიკაში იყოს.

ლელიკო ჯაფარიძე: ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მერე, როგორ შეიძლება ხალხს ლიდერად ირაკლი ალასანია დაუსახო?

გიორგი გუგავა: ალასანიას მე ოპოზიციურ ძალად ჯერ ვერ განვიხილავ. ეგრე არ არის, ერთ დღეს ოპოზიციონერობა მოინდომო და მეორე დღესვე ამ სტატუსით ხალხთან მიხვიდე. ალასანიას თუ თავი ექნა, ჯერ უნდა დაამტკიცოს ეს ოპოზიციონერობა და ხალხს ნუ ატყუებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებითა და ძალადკონსტრუქციულობით. ელიზბარ ჯაველიძე: რა უნდა ირაკლი ალასანიას თბილისის მერად? საქართველოს ყველაზე პატარა სოფელს არ ჩავაბარებ მაგას. წავიდეს, საიდანაც ჩამოიყვანეს და იქ უნდათ მერად აირჩიონ, უნდათ - კალიფორნიის გუბერნატორად. ალასანიას ავტორიტეტი საზოგადოებაში ნულის ტოლია, მას ქალაქის მერად არავინ აირჩევს, ახლა ერთ რამეს გეტყვით და ყველას გაუკვირდება - მე მირჩევნია თბილისის მერი ისევ გიგი უგულავა იყოს, ვიდრე ირაკლი ალასანია.

შალვა ნათელაშვილი: კაცო, ირაკლი ალასანია არ იყო, ის ინგლისელი ბიზნესმენი რომ მოპარა კობა ნარჩემაშვილს? მერე თბილისში ჩამოიყვანა და სხვისი გაკეთებული საქმე ისე მიიწერა, წარბი არ ატოკებია, რაც მაგას დანაშაული აქვს ჩადენილი, შევარდნაძის უშიშროებაში, ჯერ იმაზე აგოს პასუხი, მერე დანარჩენებზე ვილაპარაკოთ.

კომენტარი