სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქინფორმის“ შეფი რუსი ოკუპანტების ჰუმანურობაზე საუბრობს

დღეს საქინფორმის ვებ-გვერდზე ორი სენსაციური ინტერვიუ გამოქვეყნდა და ორივეში „საქინფორმის“ შეფი, არნო ხიდირბეგიშვილი ფიგურირებს. პირველ მასალაში ის ინტერვიუერია და ნინო ბურჯანაძეს ესაუბრება, მეორე მასალა კი „საქინფორმმა“ დღევანდელი „ასავალ-დასავალიდან“ აიღო და იქ უკვე ხიდირბეგიშვილი რესპოდენტად გვევლინება. ის, რომ ბოლო დროს „საქინფორმის“ შეფი აშკარად ანტიქართული განცხადებებითა და გამოხდომებით გამოირჩევა, ძნელად შესამჩნევი არ არის.

სანამ ნინო ბურჯანაძესთან მისი ინტერვიუს ფრაგმენტებს შემოგთავაზებდეთ, შემდეგ კი ისევ ხიდირბეგიშვილის არანაკლებ სენსაციურ აზრებს, რომლებიც „ასავალ-დასავალში“ გამოთქვა („დრონი.ჯი“ დაახლოებით ერთ საათში ორივე ინტერვიუს ფრაგმენტებს ცალ-ცალკე შემოგთავაზებთ) თავად იმსჯელეთ, გამოდგება თუ არა ხიდირბეგიშვილის მისამართით გაკეთებული დასკვნის საფუძვლად ბურჯანაძესთან ინტერვიუში მის (ხიდირბეგიშვილის) მიერ დასმული ეს შეკითხვა:

„ა.ხ.:მინდა, გკითხოთ: რატომ აცხადებთ ხშირად ასე ამაყად საჯაროდ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თქვენი მეუღლე და ვაჟიშვილი გორში, საომარი მოქმედებების რაიონში, იმყოფებოდნენ? ვის ომში და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ ისინი? შეგიძლიათ კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის განმავლობაში გაჩაღებული ომების ისტორიიდან მოიყვანოთ მაგალითი იმისა, რომ მოწინააღმდეგეს, რიცხოვნობით მილიონჯერ აღმატებულს, რამდენიმე დღეში თავად დაეტოვებინოს მტრის დაპყრობილი ტერიტორია და, ამასთან, არ დაეშვას მაროდიორობისა და ძალადობის ერთი ფაქტიც კი?

სამაგიეროდ, იმის კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, თუ როგორ იხდიდნენ რუსი ჯარისკაცები თავიანთი მწირი ხელფასიდან ერთი კილოგრამი ვაშლის, პურისა და ჭაჭის საფასურს, თუ როგორ დახვრიტა რუსმა ოფიცერმა, საომარი მდგომარეობის კანონის თანახმად, თავისი ორი ჯარისკაცი – საკუთარ თავს ზედმეტის უფლება რომ მისცეს, როგორ დაიცვა რუსეთის არმიამ იმ დღეებში საქართველო ჩრდილოკავკასიური ბანდფორმირებებისგან, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოჭრისა და თბილისამდე მოსვლის სურვილით იწვოდნენ...“

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100