ნათელაშვილი და მისი კანტორა ქართულ პოლიტიკაში

ქართული პოლიტიკის მოარული ანეგდოტი, ქართული ლეიბორიზმის მამა და მისი კარიკატურა - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა ანუ, მოდით ჭეშმარიტ ლეიბორიზმზე ვილაპარაკოთ~! ორი წინადადებით ასე შეიძლება დავახასიათოთ შალვა და მისი კანტორა.
ქვეყნის ნომერ პირველმა ლეიბორისტმა ყველაფერი გრძელი "პლაშჩითა" და შევარდნაძესთან სიახლოვით დაიწყო. რუსეთში განათლება მიღებული, იმედისმომცემი ახალგაზრდა იურისტი ხან გამომძიებლობდა, ხან ადვოკატობდა. ბედის და შევარდნაძის გაღიმებამ იგი საქართველოს პარლამენტამდე მიიყვანა. მოგვიანებით, როცა საკანონმდებლო ორგანოში დასავლურად მოაზროვნე ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რუსეთში განათლება მიღებული შალვას მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა და მან ახალი ნიშის ძიება დაიწყო. გაღატაკებულ და დანგრეულ ქვეყანაში დუშელმა ბიჭმა იმ ფასეულობებით დაიწყო თამაში, რასაც წესით მასებზე უნდა ემოქმედა. ასე შეიქმნა საქართველოს მშრომელთა პარტია, რომლის რიგებში Mმშრომელების გარდა ყველა ჯურის ადამიანი გაერთიანდა. აქ იყვნენ ბაზრობების დირექტორები, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები, საეჭვო რეპუტაციის მილიონერები, და ექსცენტრიული ქალბატონები. შალვას ქალების ფენომენი ცალკე სასაუბრო თემაა და ამაზე მოგვიანებით.. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გახდა M`მშრომელი და გრძელპლაშიანი~ შალვა, `ფეშენ ლეიბორისტი~.
ვიდრე შალვა, მილიონერები და ქალები(!!) მშრომელთა ინტერესებს ახმოვანებდნენ, ევროპაში ლეიბორისტები წამოიწიენ წინა პლანზე. ერთ მზიან დღეს შალვამ აღმოაჩინა, რომ ევროპელ ლეიბორისტებს და მას იდეურად ბევრი საერთო აქვთ.
ამას გარდა შალვა ხვდებოდა, რომ მასა და მის პარტიას მომავლისთვის დასავლური კავშირების გარეშე გაუჭირდებოდა და ამიტომ, უცხოელ კოლეგებს რომ მისი აღქმა გაადვილებოდათ, ადგა და დაირქვა `ლეიბორისტი შალვა~. ამის მერე დაკარგა ნათელაშვილმა მოსვენება, დაიწყო უცხო ენებში მეცადინეობა და წერილების წერა ევროპაში.
ევროპა ვერ დააინტერესა შალვამ, მაგრამ საქართველოში შეიქმნა მყარი ელექტორატი, ძირითადად მდედრობითი სქესით დაკომპლექტებული, მაგრამ გარანტირებული და ერთგული. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ამ მიღწევას შალვას ვერ დავუკარგავთ.
უამრავი უმუშევარი, გაჭირვებული ადამიანი, მოიხიბლა შალვას ფრთიანი ფრაზებით ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა რატომღაც რიგით ლეიბორისტებს არ გასჩენიათ კითხვებით, რა საშუალებით აიშენა ფეშენებელური სახლი მათმა სულიერმა მამამ, რა ფინანსებით შეიძინა ძვირადღირებული ავტომანქანები, ვინ აფინანსებს მისი და მისი მეუღლის ვოიაჟებს უცხოეთში წელიწადში რამდენჯერმე და ხომ არ აჯობებდა ბატონ შალიკოს ისეთი ნომრების როგორიცაა `სლპ~ (საქართველოს ლეიბორისტული პარტია~) ან `ჯლპ~ (შესაბამისად ინგლისური ვარიანტი) ასაღებად საჭირო თანხა გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოეყენებინა.
ვერაფერს ვიტყვით, რადგან ქართველი ამომრჩეველი ერთ-ერთი უცნაური ამომრჩეველია მსოფლიოში. მის ლიდერს ეპატიება ის, რისთვისაც სხვას ებრძვიან...
საკუთარი ცხოვრების აწყობით და მოწყობით დაკავებული ნათელაშვილი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ყვირილის გარდა. საზოგადოებაში უკვე ხუმრობენ, როგორ ისწავლონ ყვირილი ისე, რომ ოჯახები დიდებულად არჩინონ. ამის რეცეპტი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ შალვამ და მისმა ქალებმა იციან.
რაც შეეხება ქალებს.. ლეიბორისთა რიგებიდან წამოსულები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ არა პირველი ლეიბორისტის, არამედ მისი თანამეცხედრის მიმართ. იდეაში პირველ ლედობას შეგუებული ქალბატონი ლეიბორისტი თურმე ზედმეტად ერევა ქართული ლეიბორიზმის საფუძვლებში და ძირეული ცვლილებებიც ხშირად შეაქვს. უცნაურია, რა ცვლილებებზეა საუბარი, როცა შალვას პარტიაში მხოლოდ მისი ჰალსტუხების და ცოლის ვარცხნილობები იცვლება.
რაც შეეხება პარტიის დანარჩენ ქალებს, მის ორბიტაზე გამოკვეთილად ორი მათგანი მოძრაობდა: ადა მარშანია და ნესტან კირთაძე. ორივე მათგანი 1995 წლის მოწვევის პარლამეტში უმშვენებდნენ შალვას მხარს. მოგვიანებით შალვასა და ნესტანს შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა. როგორც მაშინ ამბობდნენ შალვამ ნესტანის ზედმეტი `ვისკაჩკობა~ ვერ აიტანა და პარტიიდან გარიცხა. პარალელურად ნესტანმა განცხადება დაწერა, კი არ მრიცხავს, თავად გავრბივარო..
და მაშინ რატომღაც სოციალისტ ვახტანგ რჩეულიშვილის მიმართულებით გაექანა.. გზად სულ ბოლო ხმაზე კიოდა: `შალვა ქოსატყუილა, შალვა ცრუო~. გაივლის წლები და ნესტანი ისევ დაუბრუნდება შალვას. ის კი არადა პარლამენტის ერთ-ერთ მიტინგზე, გვერდით, ადა მარშანიასაც დაიყენებს, თითქოს ის და ადა არ იყვნენ თმებს რომ აგლეჯდნენ ერთმანეთს შალვას გამო.
რას ვიზამთ, პოლიტიკურ ისტორიას მეხსიერება საერთოდ არ აქვს. დღეს ეს არც ადას ახსოვს, არც შალვას, მით უმეტეს არც გიორგი გუგავას, რომელიც ამ დროს შალიკოს აპარატში, რიგითი თანამშრომელი იყო და ფურცლებს დაარბენინებდა ფრაქციის ოთახებში.
ისევ გაივლის წლები და ქაღალდებით სირბილში გაწვრთნილ გუგავას შალვა საპარლამენტო სიაში ჩასვამს. გუგავა სხვა მხრივაც გამოიჩენს თავს. ამ დროისთვის უკვე თავისუფლად შეიძლება რადიო გადაცემაში შალვას ნაცვლად გუგავამ ილაპარაკოს, ისე რომ ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ გუგავა ნათელაშვილი არ არის.
"ნაჯახისებური" გამომეტყველების ხონელი ბიჭუნა, წარმატებით ემსგავსება ლეიბორისტების მამას და ისიც ნელ-ნელა იწყობს ცხოვრებას. დეპუტატის ხელფასი და პრივილეგიები ნამდვილად მშვენიერია, ოდესღაც პარლამენტის ნულოვან სართულზე თაგვებთან ერთად მორბენალი ბიჭისთვის.
ერთი სიტყვით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ტოტალური უმუშევრობის ფონზე, ბედნიერია შალვა და გუგავა. არც შემცირების ეშინიათ, არც დახურვის.. არც ფინანსების შემცირების.. მთავარია იყვირონ...

კომენტარი