სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო დასავლეთს და ირანს შორის შუამავლის როლს შეასრულებს?!

დღეს, საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირან-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
დფდსფგჯდფგდფ
რას მოუტანს საქართველოს ირანთან უვიზო მიმოსვლა, არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისათვის გარკვეული საფრთხის შემცველი, თუ პირიქით? ქართველ ექსპერტებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
დფდსფგჯდფგდფ
მამუკა არეშიძეს აზრით, "ირანთან ურთიერთობის გაღრმავება, გარკვეულწილად, სარისკო ნაბიჯია. ირანი ამჟამად ბლოკადაშია მოქცეული და მისთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება.
დფდსფგჯდფგდფ
ირანი დაინტერესებულია უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ინვესტირებით, საქართველოს ხელისუფლება კი - ინვესტიციების მოზიდვით. როგორც ვიცით, ირანთან მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა ირანული ინვესტიციით საქართველოში ორი ჰესის აშენებაა.
დფდსფგჯდფგდფ
ამ თვალსაზრისით დაახლოება მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათო სვლაა და შესაძლოა, მეტად ცუდად მოგვიბრუნდეს კიდეც", – განაცხადა არეშიძემ.
დფდსფგჯდფგდფ
"დრონი.ჯი" ამ საკითხზე ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. ცინცაძის აზრით, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის გაფორმება მისასალმებელია.
დფდსფგჯდფგდფ
სოსო ცინცაძე: "ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს ერთ-ერთ ახლო მეზობელთან ურთიერთობის გააქტიურებას და გამყარებას მოუტანს. ის მოსაზრება, რომ ირანი მსოფლიოში მარგინალად არის ცნობილი, სანქციების მსხვერპლია და აშშ-ს ეწყინება მასთან დაახლოება და უვიზო მიმოსვლის გაფორმება, ცოტა არასერიოზული განცხადებები და უსაფუძვლო გათვლებია.

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვარღვევთ ამით არცერთ პუნქტს იმ სანქციებისა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭომ დააწესა ირანის წინააღმდეგ, რადგან იქ ძირითადად საუბარია იმაზე, რომ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა სამხედრო ტექნოლოგია ირანს არ უნდა მიაწოდონ. ჩვენ კი მაგდაგვარი არაფერი გაგვაჩნია და რას მივაწვდით?
დფდსფგჯდფგდფ
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ირანთან უძველესი კულტურული ურთიერთობა გვაქვს, ისტორიული მეხსიერება მაინცდამაინც დიდად სასიამოვნო არაა, მაგრამ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა.
დფდსფგჯდფგდფ
ირანში ცხოვრობს ათეულობით ათასი ქართველი, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ჯერ კიდევ შაჰაბასის დროიდან იყვნენ გადასახლებულნი. ამიტომ ეს სახელმწიფო ჩვენთვის უცხო არ არის, ისევე როგორც თურქეთი, და მასთან კიდევ უფრო დაახლოება მისასალმებელია.
დფდსფგჯდფგდფ
– "იმედია, ეს ნაბიჯი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია და შესაძლოა, ცუდად მოგვიბრუნდეს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ, რა საფრთხეები არსებობს, ბატონო სოსო?
– არეშიძეს არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ უვიზო რეჟიმის გაფორმებაში არავითარი საშიშოება არ არის. გარდა ამისა, არ მგონია, რომ ეს სიურპრიზი იყოს დასავლეთისთვის. პირიქით, შეიძლება საქართველომ შუამავლის როლიც კი შეასრულოს დასავლეთსა და ირანს შორის. ანუ, დასავლეთს ჰქონდეს ირანთან სალაპარაკო საქართველოს მეშვეობითაც.
დფდსფგჯდფგდფ
დღეს, რაც მეტ ახლო მეზობელთან გვექნება კარგი ურთიერთობა და უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. ვიმეორებ, ამაში არავითარი საფრთხე არ არის და ის, რაც დღეს ირანსა და საქართველოს შორის ხდება, ალბათ, აშშ-მაც მშვენივრად იცის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100