"კომენტატორი": რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

დენიელ ჰამილტონი

დასავლეთმა თამამად უნდა მოითხოვოს რუსული იმპერიალიზმის დასრულება კავკასიაში.

თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს რესპუბლიკაში შეიჭრა, რამაც 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს კონფლიქტს მცირე საერთაშორისო ყურადღება დაეთმო, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია ევროპის ყველაზე მტკივნეულ ჭრილობად რჩება – საქართველოს სუვერენული ტერიტორის 20 პროცენტს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. როდესაც დგახარ საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და სეპარატისტული პროვინციას, სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ოკუპაციის ხაზზე, თვალწინ ისეთივე სურათი იშლება, როგორიც კავკასიის ამსახველ ყველა ღია ბარათზე.

ადრეული გაზაფხულის მზის შუქით განათებული, მასიური, ძუნწად გამწვანებული მთები დიქტატურულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის გამყოფ ხაზს ქმნის და ისინი ისეთი შემაშინებელი დუმილითაა მოცული, რომელიც არ შეესაბამება მათ სტატუსს - აქტიური კონფლიქტის ზონის სტატუსს. მაგრამ სამხრეთ ოსეთისათვის მიყენებული ზარალის გააზრება, მართლაც ძალიან ძნელია.

1990-იანი წლების კონფილქტების დროს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დაკარგა კონტროლი პრო-რუს ოს სეპარატისტებზე, 123,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა თავისი სახლები მიეტოვებინა. 2008 წლის კონფლიქტმა კიდევ უფრო დააჩქარა რეგიონიდან ქართველთა წამოსვლა.

2008 წლის დასაწყისში იქ მცხოვრებ 17,500 ადამიანიდან 2,000-ზე ნაკლებია დღეს დარჩენილი. რუსეთის ინტერვენციის შემდეგ 2008 წლის აგვისტოში, საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმება დაიდო. ექვსი პირობიდან თითოეულს – მათ შორის ”ძალის გამოუყენებლობისა” და ”ომამდელ პოზიციებზე ჯარის გაყვანის” პირობას, კრემლი არღვევს.

იმის ნაცვლად, რომ პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა მოეძია, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ხუნტასთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რამაც მას პროვინციაში ”მშვიდობისმყოფელთა” ეგიდით ათასობით სამხედროს დატოვების საშუალება მისცა.

და იანვრის ბოლოს, მე პირადად, საკუთარი თვალით ვიხილე ამ ”თანამშრომლობის” მანიფესტაცია – საქართველოს ტერიტორიიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დიდი რუსული სამხედრო ბაზა შენდება.

ამასობაში კი, საქართველო საზავო შეთანხმებას პატივს სცემს, შეამცირა ჯარების რაოდენობა სამხრეთ ოსეთთან გამავალ საოკუპაციო ხაზზე და არაერთხელ მოუწოდა რუსეთს მოეძიათ მშვიდობიანი გადაწყვეტა დავისთვის. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში ნოემბერში, პირობა დადო, რომ ”არასდროს გამოიყენებს ძალას” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად.

მაგრამ რუსეთი უბრალოდ განაგრძობს შეთანხმების დარღვევას.

ოთხშაბათს საღამოს, რუსი სამხედროების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა თხუთმეტ მშვიდობიან ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მახლობლად ტყეში ჯონჯოლს აგროვებდნენ. გამაფრთხილებელ სროლას ადგილი არ ჰქონია.

ჩვიდმეტი წლის ბიჭი დაიჭრა ტყვიით მუცელში და ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო ასაკოვანი კაცი ინტენსიურ მკურნალობას გადის მიღებული დაზიანებების გამო. იმავე დღეს, მოგვიანებით რუსულმა ჯარმა არაკანონიერად დაიჭირა და დააპატიმრა ოთხი ახალგაზრდა კაცი, რომლებმაც საზღვართან ახლოს გაიარეს.

ისინი დღეს დილით გაათავისუფლეს. რუსული არმიის მიერ ჩადენილი ეს აღმაშფოთებელი პროვოკაცია არ უნდა იყო იგნორირებული. ის უნდა გახდეს შეხსენება იმისა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა რეგიონში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს. ცხადია, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა შევიდეს გონივრულ დიალოგში კრემლთან, ცეცხლის შეწყვეტის პროცესი მთლიანად ჩაიშალა.

ამ ბოლო დროს შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფის, რესუბლიკელი რიჩარდ ლუგარისა და დემოკრატი ჯინ შაჰინის აქტივობამ განამტკიცა საქართველოს ”სუვერებიტეტისადმი, მისი ტერიტორიის დამოუკიდებლობისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი და მისი საზღვრების ურყეობისადმი მხარდაჭერა” და ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთი ”რუსეთის ფედერაციის მიერ” ოკუპირებულ ტერიტორიად.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი პირადად ჩავიდა გორში, რომელიც 2008 წელს რუსულ ჯარებს ჰყავდათ რამდენიმე დღით ოკუპირებული, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პოზიცია: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ ”დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარირების უარყოფა”.

გარდა ამისა, საკითხთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია სრულიად ცხადია და ალიანსმა ამას წინათ გაავრცეწლა განცხადება, რომელშიც კიდევ უფრო განამტკიცა მისი ”უწყვეტი მხარდაჭერა საქრთველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში”.

იმ დროს, როდესაც კრემლის მხარდამჭერი ანალიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად აყენებენ ეჭვს ქვეშ საქართველოს ცენტრალური მთავრობის უნარს, დაუბრუნოს სამხრეთ ოსეთი თავის პოლიტიკურ მეინსტრიმს, უბრალოდ საჭიროა გავიხსენოთ ის, თუ როგორ წარმატებით განხორციელდა საქართველომ თავისი სამხრეთ-დასავლეთ პროვინციის, აჭარის რეინტეგრაცია.

აჭარა წლების მანძილზე პრო-რუსი, ჩინოვნიკის ასლან აბაშიძის სამხედრო მმართველობას ექვემდებარებოდა, მაგრამ 2004 წლიდან ის თბილისის კონტროლს დაუბრუნდა და ჩამოიშორა იარაღის, ნარკოტიკების კონტრაბანდისტებისა და თრეფიქინგის თავშესაფრის რეპუტაცია და ახლა აყვავებულ ტურისტულ კურორტად იქცა.

უკვე დროა შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის მთავრობებმა აღიარონ – მათი რბილი დამოკიდებულება სამხრეთ ოსეთის საკითხისადმი დამარცხდა. საქართველოს ახლა არა მხოლოდ მტკიცედ ფორმულირებული და ამავე დროს ცარიელი სიტყვიერი მხარდაჭერის დეკლარირება სჭირდება, არამედ რეალური ქმედებანი მისი ტერურორიის ოკუპაციის დასასრულებლად. დასავლეთის მთავრობებმა აქტიურად უნდა დაიწყონ მათი დიპლომატიური ძალისხმევების კოორდინირებამ რათა მთელი ძალით დაუპისრისპირდნენ რუსეთის პოლიტიკას რეგიონში.

ამ მიმართულებით პოზიტიური საწყისი ნაბიჯი იქნებოდა ნატოს ეგიდით ელჩის დანიშვნა. ასეთ წარმომადგენელს შეეძლებოდა გაეერთიანებინა აშშ-სა და ევროპაკვშირის პოზიციების მთელი სიმძიმე სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ და ამავე დროს მას შეეძლება გასცეს მდგრადი ეკონომიკური ინვესტირების, უმცირესობის ენის დაცვის და რეგიონში მცხოვრები არაქართველებისთვის ავტონომიის მინიჭების დაპირებანი.

საქართველო დიდი ნაბიჯებით მიიწევს ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და დემოკრატიისაკენ, ამიტომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ ის რუსეთის მთავრობის მსხვერპლად იქცეს, იმ რუსეთისა, რომელიც აკვიატებით ეჭიდება თავისი ”გავლენის სფეროს” ნარჩენებს.

ორიგინალი

კომენტარი