სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია, ნიკა გვარამიას ნაცვლად, ნიკა მაჭუტაძესთან გაერთიანდა

ნიკა მელია, ნიკა გვარამიას ნაცვლად, ნიკა მაჭუტაძესთან გაერთიანდა.

ნიკა მელიას ფეისბუქ-პოსტით, ჯერჯერობით, საზოგადოებამ რაც გაიგო ისაა რომ იგი, ნიკა გვარამიას ნაცვლად, ნიკა მაჭუტაძესთან გაერთიანდა.

მას, ვისაც ეგონა რომ ნიკა მელია პოლიტიკური სიმძიმის ცენტრს შექმნიდა, ნიკა მაჭუტაძე და მისი პარტია შერჩა ხელში.

მელიამ გამოაქვეყნა პოსტი, საიდანაც ცნობილი გახდა რომ იგი ახალ პარტიას არ ქმნის და მაჭუტაძის პარტიაში აპირებს პორტირებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს “გაექცა”, მაჭუტაძეს შეეკედლა. მელიას გარდა, სავარაუდოდ, მაჭუტაძის პარტიაში ვიხილავთ მურთაზ ზოდელავას, ნუგზარ წიკლაურს, ბადრი შუბლაძესა და სხვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100