სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე „შიფრავს“ დავით საყვარელიძე ხელისუფლების ფარულ მიზნებს

„პრესა.ჯი“ სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით საყვარელიძეს ესაუბრა. პრესა.ჯი-ს მიერ მომზადებულ სტატიას droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

- ენდობით თუ არა შსს-ს მიერ მოპოვებული კადრების ავთენტურობას?

- კადრების ავთენტურობაში ეჭვი ერთი წამითაც არ შეგვაქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ითქვას აგრესიულად ითხოვს, ყველა იმ პირის სასწრაფოდ დასჯას, ვინც ეს სისასტიკე მოაწყო. არ აქვს მნიშვნელობა დანაშაული ვინ ჩაიდინა იქნება ეს ჩვენი თანაგუნდელი თუ უბრალო მოქალაქე. ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა საჯაროდ და ღიად, ზე პოლიტიკურ დონეზე იქნას განხილული პარლამენტში.

- აღნიშნული საქმის პარლამენტში გამოძიება, საქმეს პოლიტიკურ შტრიხებს ხომ არ შემატებს

- საქმის ობიექტურად გამოძიება პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს. ეს არ არის პოლიტიკური საქმე, რადგან ეს არ მოუტანს პოლიტიკურ ქულებს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს კადრების ახალი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ ასაჯაროვებს ხოლმე. მას შემდეგ რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრემიერი პოლიტიკურ ოპონენტების დევნის გამო გააკრიტიკეს წამოიწია პოლიციელების მიერ ადამიანის ღირსების შელახვის ფირები. თუმცა მინდა შევახსენო ივანიშვილს, რომ თუ ჩვენი ხელისუფლების დროს არსებობდნენ ქარდავები და ძმანი მისნი მათ ხელისუფლებას ყავს ბედუკაძე, ქარდავა, მათ ხელისუფლებას ყავს ხვედელიძე, რომელმაც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პირველმა გაასაჯაროვა. ხვედელიძისნაირებმა შემატეს ამ ბინძურ კადრებს მოსამართლის პირადი ცხოვრების ამსახზველლი ფირები.

- თუ სწორად გავიგე ამ ფირების ჟურნალისტებისთვის, ელჩებისთვის და არასამთავრობოებისთვის ჩვენებაას საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებთ...

- არ დაგიმალავთ და ვეჭვობ, რომ სექტემბერში ხელისუფლება რაღაც ფორმით ეცდება ეს კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრის ბინაში ავტოფარეხში იქნას აღმოჩენილი. ეს ახალი ხელისუფლების სტილია. თუმცა ჩემი ეს მოსაზრება არ ამართლებს იმ ბედუკაძეებს, ქარდავებს, რომლებმაც ეს ამაზრზენი ფაქტი ჩაიდინეს. ეს ადამიანები, ვისი პარტიული კუთვნილების მატარებლები არ უნდა იყვნენ ისინი სამართლის წინაშე უნდა გასამართლდნენ და ჩვენ მივიღებთ მათ სამართლებრივად დასჯაში მონაწილეობას.

- თქვენი აზრით უნდა ეჩვენებინა თუ არა ღარიბაშვილს ეს ვიდეოები საზოგადოებისთვის?

- შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს შოურუმებადაა გადაქცეული. მიკვირს იმ ელჩებისა და არასამთავრობოების რომლებიც ვიდეოფირების ჩვენებას ემხრობიან. საერთაშირისო კონვენციის მიხედვით დაცულია ნებისმიერი ასეთი დანაშაულის მსხვერპლის უფლებები. ძალიან მაინტერესებს რა სამართლებრივ მხარეს მოძებნის ღარიბაშვილი, რომ ეს ჩვენება გაამართლოს. ეს ფირები არის საგამოძიებო მასალა, და მასზე წვდომა გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს უნდა ჰქონდეს. სამართლებრივად არ განსხვავდება ხვედელიძის მიერ ატვირთული მასალალისა იმ შოუსგან რაც გუშინ შს სამინისტროში დაიდგა. 4 ათასი ადამიანი ნახავს თუ 50 ამას სამართლებრივად მნიშვნელობა არ აქვს.

- შს მინისტრი უწყების მიერ მოპოვებულ კადრებს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს?

- რათქმაუნდა, ამ ფირების ჩვენება პოლიტიკური ნაბიჯია. თქვენ კარგად გახსოვთ, მინისტრი ღარიბაშვილი როგორ დადიოდა უნივერსიტეტიდან-უნივერსიტეტში და სტუდენტებს უყვებოდა ამ არქივების შესახებ. მინისტრი ახალგაზრდებს არწმუნებდა რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს და სწორედ ამ კადრებით მანიპულირებდა. მას შემდეგ რაც ღარიბაშვილს მისი მოადგილის სკანდალი გაუსკდა, სწორედ ამის შემდეგ იწყებს ის კადრების განადგურებაზე საუბარს. რატომ არავის უჩნდება კითხვა რატომ გაჩნდა ეს ორმო სამეგრელოში? იმიტომ ხომ არა, რომ ხვედელიძის, ჯიჰადის სკანდალი გადაეფარათ. ამიტომ ველოდები სექტემბეწრში მორიგ კადრებს. ბიძინა ივანიშვილი ერთი წელი ინახავდა ციხის ცნობილ კადრებს და მათი ბედი არ ადარდებდა.

- პრესაში აქტიურად საუბრობენ, რომ აღნიშნული კადრებით შს ყოფილ მინისტრს შესაძლოა სამუდამო პატიმრობაც კი მიუსაჯონ

-მას შემდეგ რაც საერთაშორისო კრიტიკამ ახალი მთავრობის მისამართით თავი იჩინა, ღარიბაშვილი სისტემურ პრობლემაზე ალაპარაკდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ეცდება მთელი ეს უბედურება პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს „შეტენოს“. არ გამოვრიცვავ იგივე გააკეთონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების მიმართაც. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც შევლენ, როგორც ხელისუფლების ისევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველა მოვა ამ სხდომაზე, მათ შორის ისინი ვინც დღემდე ხუხაშვილთან მუშაობენ, მუშაობენ შს უწყებაში, ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ავალებდნენ მსგავსი ვიდეოების გადაღებას. მაგრამ მეეჭვება რომ ამ კომისიის შექმნას დათანხმდეს ხელისუფლება. რადგან ის ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ხელისუფლრებას დღეს ყავს თავისი ქარდავა, თავის ბედუკაძე, ხვედელიძე რომლებსაც ინახავს და ხელს აფარებს და ყველა უბედურებას ოპონენტს აბრალებს.

- ექსპერტთა ნაწილი სკანდალური კადრების გასაჯაროვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს...

-სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ჩანაფიქრი, მას უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდეს როგორც პარტია. მას ეშინია თან ძალიან, რადგან იცის, რომ ჩვენ ხელისუფლებაში იმაზე ადრე ვაპირებთ დაბრუნებას ვიდრე ეს ბევრს გონია. ისიც იცის რომ მის საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებზე შანსი არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100